(+995) 596 30 80 70
info@bedi.ge
1. წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ბედი“-ს (შემდგომში „კომპანია“ ან ბედი) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ, მიერ ბედის პლატფორმის გამოყენებას. ბედი-ს პლატფორმა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ კლიენტებისა და კომპანიის წარმომადგენლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც ბედი-ს პლატფორმა. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად;
ვინაიდან კლიენტს აქვს სურვილი გახსნას ბედი-ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში რათა, შესაბამისად, კლიენტმა მიიღოს, მომსახურება, კომპანია და კლიენტი თანხმდებიან წინამდებარე წესებსა და პირობებზე, რომლის საფუძველზეც მოხდება კლიენტის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება და კომპანიის მიერ მომსახურებების კლიენტზე გაწევა;
გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე/რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს;
ყველა კლიენტი, რომელსაც სურს ბედი-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები;
ბედი-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე;
ბედი-ს ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ბედი-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას;
წინამდებარე ხელშეკრულებაზე ელექტრონული ხელმოწერით ვადასტურებ, რომ გავეცანი წესებსა და პირობებს, მათ შორის კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ დათქმას და ვეთანხმები მათ;
2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
ანგარიში – ნიშნავს კლიენტის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით რეგისტრირებულ ანგარიშს;
ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
ვებ გვერდი – ნიშნავს ბედი-ს ონლაინ გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების/ნივთის შეკვეთა და ბედის მიერ შემდგომი მომსახურების გაწევა;
გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან;
კლიენტი/მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კომპანიისაგან მიიღოს პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული მომსახურება;
კომპანია, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს ბედი რითეილს-ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 402033312, ფაქტობრივი მისამართი, ქ.თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N104;
მომხმარებელი, მომხმარებლები – ნიშნავს ბედი-ს პლატფორმაზე რეგისტრირებულ კლიენტს;
მხარეები – ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
ბედი-ს პლატფორმა – შპს „ბედი რითეილი“-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა;
ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია;
უნივერსალური იდენტიფიკატორები – ბედი-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (მათ შორის, სახელი, გვარი და სხვა დამატებითი ინფორმაცია), რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს ბედი-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ბედი შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;
ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და ბედი-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით;
3. განცხადებები და გარანტიები წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
კლიენტი არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;
გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბედი-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბედი-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
თანახმაა, ეფექტური მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ბედი-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ბედი-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ბედი-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
4. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
ბედი-ს მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მოცემულ წესებსა და პირობებს,ხოლო ანგარიშის გახსნით ან ნივთის შეძენით ის ადასტურებს, რომ გაეცნო წესებსა და პირობებს და ეთანხმება მათ;
მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;
მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ბედი-ს კლიენტთა მომსახურების ცენტრს (ტელ: +995 32 2 192 193)
და ასევე საიტზე რეგისტრირებული ელ. ფოსტიდან გააკეთოს შესაბამისი შეტყობინებ ბედი შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@bedi.ge, იმ შემთხვევაში თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;
პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა,ხოლო უარის შემთხვევაში გააუქმოს შესაბამისი ანგარიში;
5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
რეგისტრაციის/შეკვეთის განთავსების დროს მომხმარებელი ავსებს შემდეგ ველებს:
სახელი და გვარი;
ელ. ფოსტა;
პაროლი;
პაროლის დადასტურება;
გარდა ზემოაღნიშნულისა მომხმარებელი პროფილის და შეკვეთის განთავსების გვერდზე ავსებს შემდეგ ინფორმაციას:
ნივთის მისაწოდებელი მისამართს, პირად ნომერს და ტელეფონს;
პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, კომპანიის მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით;
პაროლის აღდგენის პროცესში მომხმარებელს შეყავს ელ. ფოსტა რომელზეც იგზავნება ერთჯერადი ბმული საიდანაც მომხმარებელი შეძლებს ახალი პაროლის დაყენებას;
მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვებ-გვერდზე გარკვეული ფუნქციონალის გამოყენებისას დაგვჭირდება SMS კოდებით მომხმარებლის ვალიდაცია. SMS კოდების დასაგზავნად გამოვიყენებთ SMS Office სერვისს;
მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება (ელ.ფოსტის და პაროლის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში;
6. ავტორიზაცია
ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის მომხმარებელი გადის ავტორიზაციას;
ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით;
7. “ბედი“-ს მიერ შეთავაზებული პროდუქტები
მოცემული ვებ-გვერდის მეშვეობით „ბედი“ მომხმარებელს შესთავაზებს მის ასორტიმენტში არსებულ საქონელთან დაკავშირებულ მომსახურებას;
8. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ბედი-ს პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტას;
9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
ხელშეკრულება ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება ვიდრე მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე;
კლიენტის მიერ ამ პირობებით და მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის სრულად და ჯეროვნად კომპანიისთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას;
10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;
ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებით დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ;
11. ერთიანი ხელშეკრულება
წინამდებარე წესები და პირობები მომსახურების განხორციელების პროცესში დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან (მათ შორის, შეკვეთა ან/და შეკვეთის მიღება) ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას;