(+995) 596 30 80 70
info@bedi.ge
– შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
– მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
– აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
– აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ბედიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.
შეძენილი პროდუქციის დაბრუნება და გადახდილი თანხის ანაზღაურება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:
– პროდუქტის შეძენა უბრალოდ გადაიფიქრე
– კურიერის მოტანილი პროდუქტი ან პროდუქტის მონაცემები არ ემთხვევა შენ მიერ bedi.ge-ზე შეკვეთილს
– აღმოაჩენ, რომ ბედიზე შეძენილ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი\- Შემთხვევით სხვა პროდუქტი გამოიწერე
– მიწოდების დროს პროდუქტი დაზიანდა
– ჩვენი მხრიდან ვერ მოხერხდა შეძენილი პროდუქტის შეთანხმებულ დროს მოწოდება.
პროდუქტის დაბრუნების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, ეწვიე პროდუქციის დაბრუნების პირობებს ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 032 2 560505