ხშირად დასმული კითხვები
პასუხები იმაზე, რასაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.
შეკვეთა და გადახდა
როგორ შევიძინო პროდუქტი?
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
რომელი გადახდის მეთოდები მუშაობს?
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკო გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
შემიძლია თანხის გადანაწილება?
ბედიშოპზე შეგიძლია როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით.
ანგარიშის გარეშე შემიძლია შეკვეთა?
დიახ. ანგარიში სავალდებულო არაა — საკმარისია ნომერი და მისამართი. ანგარიშით კი შეკვეთების ისტორიას ინახავთ და შემდეგ ჯერზე მისამართს ხელახლა აღარ წერთ.
მიწოდება
როგორ ხდება პროდუქციის მიწოდება?
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას?
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
როგორ ვნახო შეკვეთის სტატუსი?
შეკვეთების ისტორია ხელმისაწვდომია პირად ანგარიშში. ასევე შეგიძლია მოგვწერო WhatsApp-ზე ან Telegram-ზე შეკვეთის ნომრით.
დაბრუნება და გარანტია
შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?
დიახ — 14 დღის განმავლობაში, თუ პროდუქტი შენარჩუნებულია სასაქონლო სახით და აქვს თანმხლები დოკუმენტაცია.
როგორ ვისარგებლო გარანტიით?
მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე შეკვეთის ნომრითა და პრობლემის აღწერით — საგარანტიო დოკუმენტაციას ამ მისამართზე ვამუშავებთ.
მარაგი
პროდუქტი არ არის მარაგში — რა ვქნა?
დაგვირეკეთ — ვამოწმებთ მოტანის ვადას და გიბრუნებთ პასუხს იმავე დღეს.
